• მთავარი

    • სერვისები

    • ჩვენ შესახებ

წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების პირობებს გრუმინგის დაჯავშნამდე

მომსახურების აღწერა

ჩვენ ვთავაზობთ მობილურ გრუმინგის მომსახურებას, რომელიც ტარდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილის მეშვეობით. გრუმინგის პროცესი მოიცავს ჰიგიენურ ან სრულ გრუმინგს, შერჩეული პაკეტის მიხედვით, და ტარდება მხოლოდ წინასწარ დადასტურებული ჯავშნის საფუძველზე. მომსახურების მოცულობა და შინაარსი დამოკიდებულია არჩეულ სერვისზე, ცხოველის ზომაზე, მდგომარეობაზე და ქცევაზე.


ჯავშანი და გადახდა

ჯავშანი სრულდება ონლაინ პლატფორმის საშუალებით. ჯავშანი ითვლება დადასტურებულად მხოლოდ გადახდის დასრულების შემდეგ. გადახდა შესაძლებელია საკრედიტო და სადებეტო საბანკო ბარათებით. კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას მომსახურებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.


გაუქმება და გადადება

ჯავშნის გაუქმება ან გადადება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული დროის ფარგლებში. გაუქმების პირობები დეტალურად არის მითითებული ჯავშნის პროცესში. დაგვიანებული გაუქმების ან ადგილზე უარის შემთხვევაში, გადახდილი თანხა არ ბრუნდება.


ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს აცრილი, განსაკუთრებით ცოფის საწინააღმდეგოდ, და იყოს არანაკლებ 6 თვის ასაკის. გრუმინგის პროცესი შეიძლება იყოს სტრესული ცხოველისთვის, ამიტომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის მოწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ადგილზე დადასტურდა, რომ ცხოველი არ არის აცრილი, არის არასათანადო ასაკის ან აქვს დაუდასტურებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გრუმერს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომსახურება უსაფრთხოების მიზნით.


პარაზიტები და ალერგიები

ცხოველი უნდა იყოს დამუშავებული რწყილებისა და სხვა პარაზიტების წინააღმდეგ. მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ შეგვატყობინოს ნებისმიერი ალერგიის, კანის პრობლემის ან განსაკუთრებული მგრძნობელობის შესახებ.


აგრესიული ქცევა

თუ ცხოველი ავლენს აგრესიას, ძლიერ შფოთვას ან უკონტროლო ქცევას, მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ მიუთითოს ჯავშნის დროს. საჭიროების შემთხვევაში, გრუმერს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესი როგორც საკუთარი, ისე ცხოველის უსაფრთხოების მიზნით.


მომსახურების შეწყვეტა

გრუმერს უფლება აქვს შეწყვიტოს გრუმინგის პროცესი იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე ცხოველის ჯანმრთელობისთვის, გრუმერის უსაფრთხოებისთვის ან გარემოსთვის. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა გამოწვეულია კომპანიის მხრიდან.


განმეორებითი ვიზიტები და პაკეტები

განმეორებითი ვიზიტები, სერვის პაკეტები და ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად. წლიური ან განმეორებითი პაკეტის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების გამოყენება.


წესების ცვლილება

კომპანია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს წესები და პირობები. განახლებული პირობები ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.

მთავარი

სერვისები

პაკეტები

ბლოგი

გუნდი

კარიერა

მისამართი: თბილისი ვაკე საბურთალო 116

ელ. ფოსტა: gruming@gmail.com

ტელ.ნომერი: +995 555 768 999

წესები და პირობები